Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

შოპენის უცნობი ფოტო აღმოაჩინეს

25 იანვარი, 2017

შოპენის უცნობი ფოტო აღმოაჩინესპოლონელი კომპოზიტორის და პიანისტის ფრიდერიკ შოპენის ახალი ფოტო პარიზში აღმოაჩინეს. ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ფოტო – დაგეროტიპია, რომელიც ფოტოგრაფიის წინაპრად არის მიჩნეული. დაგორიტიპია 1824 წლიდან არსებობს.

კომპოზიტორის ფოტო შვეიცარიელმა ფიზიკოსმა ალენ კორელმა აღმოაჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ პარიზში მდებარე პოლონური ინსტიტუტის ვებ გვერდზე ვრცელდება. კადრი შვეიცარიაში შოპენის პირად არქივში იპოვნეს.

მკვლევარების მტკიცებით, სულ ახლახანს აღმოჩენილი ფოტო 1847 წელს პარიზში ლუის-ავგუსტ-ბისონის მიერ არის გადაღებული. დაგეროტიპის ორიგინალები კი, სავარაუდოდ, განადგურდა.