Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ფურთხის ღირსი ხარ გულგრილო, ზარმაცო და უმადურო ქართველო!”

30 იანვარი, 2017

"ფურთხის ღირსი ხარ გულგრილო, ზარმაცო და უმადურო ქართველო!"“ნიჭიერთა ათწლედის” ყოფილი დირექტორი თამარ შენგელია ქართულ კულტურაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და თავის გულისტკივილსაც ფართო საზოგადოებას აცნობს.

თამარ შენგელია:

“ძალიან მიხარია, რომ Aerosmith-ის შოუსთვის ქვეყანაში მოინახა 5.000.000. ასევე მიხარია წინა წლებში კონცერტებზე დახარჯული რამოდენიმე მილიონი, robbie williams-ის ძვირადღირებული ტრ..ის ნახვა ჩემს მშობლიურ მიწაზე და მრავალი სხვა (ირონიის გარეშე ვამბობ).

ერთ რამეზე მწყდება გული, რომ ამ წლების მანძილზე არ მოინახა თანხა საიმისოდ, რომ საქართველოში არსებობდეს კეთილმოწყობილი, გამართული სკოლა ასეთი მუსიკოსების აღსაზრდელად.

ამ კლიპს ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი ღირსეული ქართველი მუსიკოსი აკლია. სირცხვილი და მართლა ფურთხის ღირსი ხარ რაა, გულგრილო, ზარმაცო, ფლიდო, გამომრჩენელო და უმადურო ქართველო!!!”