Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ფულზე გაყიდული სამშობლო და ადამიანობა…”

22 იანვარი, 2017

"ფულზე გაყიდული სამშობლო და ადამიანობა..."საოპერო მომღერალი ნანა ქავთარაშვილი მონატრებულ სამშობლოში არც თუ ისე ხშირად ჩამოდის, თუმცა ყოველ ჩამოსვლაზე ერთი სული აქვს უკან გაიქცეს. დიახ, გაიქცეს – ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რადგან მომღერლის განცხადებით, ყველგან ჩაწყობა და ნაცნობობაა, ყველგან უკანონობა და უწესრიგობა სუფევს.

ნანა ქავთარაშვილი:

“გამოვაღწიე თბილისიდან, ზუსტადაც, რომ გამოვაღწიე და თითქოს სამშვიდობოს ვარ…. (ქართველების დანახვა, რომ აღარ მოგინდება, აი, მაგას გიკეთებს მშობლიური თბილისი). ბრუნდები მორალურად განადგურებული, სტრესირებული, შეურაცხყოფილი.

ეს არის ქვეყანა სადაც დაფასება არ არსებობს, პატრონი არაა, რომ ვინმეს მოჰკითხო უწესრიგობა და უკანონობა… ყველგან საქმეების ჩაწყობა, ნაცნობობა, ფულზე გაყიდული სამშობლო და ადამიანობა…

მოგენატრება სამშობლო, ერთი სული გაქვს, როდის ჩახვალ, ჩაეხუტები საყვარელ ადამიანებს… ბოლოს კი უკვე ხვდები, რომ დროზე უნდა გააღწიო, თავს უშველო, გეწყება დეპრესია, ხარ მუდმივი სტრესის ქვეშ, გეწყება სხეულის ყოველი კუნთის და კუნჭულის ტკივილი ამდენი დაძაბულობის და ნერვებისაგან, სულ ცუდად ხარ, ყელიც კი გტკივდება და ვეღარც მღერი….

ერთ-ერთი ჩემი კოლეგა მეუბნებოდა გუშინ გამომგზავრების წინ, ნუ გეშინია ნანა, როგორც კი აფრინდება თვითმფრინავი და გასცდები აქაურობას უკეთ იგრძნობ თავსო…. იქ რომ ჩახვალ, სულ მოგეხსნება ეგ სტრესიო, ჩვენ ისედაც მიჩვეულები ვართო ამ განუკითხაობასო.

ხოდა მართლაც ასეა! უკეთ ვგრძნობ თავს, რადგან თითქოს თავს ვუშველე და გამოვაღწიე…. ძალიან მტკივა გული, ძალიან დიდ წინააღმდეგობებს წავაწყდი, რომელმაც მორალურად გამანადგურა და რომელმაც ჩემს შემოქმედებით მოღვაწეობაზეც ნეგატიურად იმოქმედა, რასაც ვერ ვაპატიებ ვერავის.”