Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ტიბაანში კულტურის სახლი დაიწვა

31 იანვარი, 2017

ტიბაანში კულტურის სახლი დაიწვასიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში კულტურის სახლი დაიწვა. როგორც ადგილობრივები ავრცელებენ ინფორმაციას, დაწესებულებას ცეცხლი სახურავიდან გაუჩნდა და მთლიან შენობას მოედო.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და კახეთის რამდენიმე რაიონის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მათ ცეცხლის ლოკალიზება მოახერხეს.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის დაუდგენელია. მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ცეცხლის კერა დაუდევრობის გამო წარმოიშვა.

კულტურის სახლი 20 წელია არ ფუნქციონირებს. შენობის ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად დაზიანებულია.

ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.