Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

საქველმოქმედო საღამო ახმეტელის თეატრის მსახიობის გადასარჩენად

8 იანვარი, 2017

საქველმოქმედო საღამო ახმეტელის თეატრის მსახიობის გადასარჩენადსამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში საქველმოქმედო საღამო-კონცერტი გაიმართება.

ღონისძიება ახმეტელის თეატრის მსახიობის ვალერი ტორონჯაძის დასახმარებლად ჩატარდება. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

23 იანვარს დაგეგმილ საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ანდრია გველესიანი, ნიკოლშოუ, დათო არჩვაძე, გიორგი პავლიაშვილი იგივე მასტერი, გიორგი ცხადაძე, ლელა სტურუა, ჯგუფი იქსი.

საქველმოქმედო კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 10 ლარია.