Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“რომ მოვლენ და გაგაფრთხილებენ, რომ უნდა წახვიდე…”

7 იანვარი, 2017

"რომ მოვლენ და გაგაფრთხილებენ, რომ უნდა წახვიდე..."მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ქეთევან კიკნაძე შობის დღესასწაულზე ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც მის თეატრსა და კინოში ნახევარსაუკუნოვან მოღვაწეობას ეხება და სევდიანი დასასრული აქვს.

ქეთევან კიკნაძე:

“რომ მოვლენ და გაგაფრთხილებენ, რომ შენ, ფაქტიურად უნდა წახვიდე, რა ხასიათზე დადგები. ნახევარი საუკუნე ვემსახურე ქართულ თეატრსა და კინოს, ასევე ჩემი კოლეგები, თ.არჩვაძე, ანთაძე, გოგიჩაიშვილი, სხირტლაძე, ბერიკაშვილი და კიდევ სხვები. მერე ვიღაც ლაწირაკი და შენი გაკეთებული… მოვა და გეტყვის ახლა კმარაო, თითქოს აქამდე აგავსეს, როგორია.

არც ადამიანური პატივისცემა, არც შენი მდგომარეობა, არც ელემენტარული ეთიკა, ტაქტი, აი, მაშინ კი მათზე მაღლა დადგები ელემენტარულად.

მხოლოდ გული გეტკინება, იმაზე რომ, ასე უღიმღამოდ დასრულდა თითქოს ყოველივე. მაინც მხნედ ვარ, იმიტომ რომ ასეთ სიმდაბლეს ვხედავ.”