Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ოკუპანტებმა აფხაზეთში ტაძარი დაანგრიეს

9 იანვარი, 2017

ოკუპანტებმა აფხაზეთში ტაძარი დაანგრიესრუსმა ოკუპანტებმა აფხაზეთის სოფელ წებელდაში ტაძარი დაანგრიეს.

ეკლესია, რომელიც სოფლის სასაფლაოზე მდებარეობდა, XIX საუკუნით იყო დათარიღებული.

რუსი სამხედროები ამ ადგილას წვრთნების ჩატარებას აპირებენ, მანამდე კი ეკლესია მძიმე ტექნიკის დახმარებით დაანგრიეს. განადგურდა მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სასაფლაოებიც. ტაძარიც აღარ არსებობს და მისი აღდგენაც შეუძლებელია.

ინფორმაციას ტაძრის ნგრევასთან დაკავშირებით “ეხო კავკაზა” ავრცელებს.