Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ნიჭიერი” ეკატერინე აბულაძემ მოიგო

31 იანვარი, 2017

"ნიჭიერი" ეკატერინე აბულაძემ მოიგო“ნიჭიერის” კიდევ ერთი სეზონი დასრულდა. მაყურებლის გადაწყვეტილებით, ამ სეზონის გამარჯვებულიც მომღერალი გახდა.

პროექტი ეკატერინე აბულაძემ მოიგო. 9 ფინალისტიდან ყველაზე მეტი ხმა სწორედ მან მიიღო.

“ნიჭიერის” ფინალში სულ 134.506 ხმა შევიდა. ხმათა უმარვლესობა, ანუ 42 პროცენტი მაყურებელმა ეკატერინე აბულაძეს მიანიჭა.

ფინალისტებს ”ნიჭიერის” პარტნიორმა კომპანიებმა სხვადასხვა პრიზები გადასცეს. რუსთავი 2-მა 500 ლარიანი სტიპენდია 1 წლის განმავლობაში გიორგი ცისკაძეს დაუნიშნა, ორივე ილუზიონისტს ლაშა გელაშვილს და სერგი დოლიძეს  კი 20-20 ათასი ლარი აჩუქა.