Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“მუსიკოსები და მათი ოჯახები კიდევ უფრო მშივრები იქნებიან!”

18 იანვარი, 2017

"მუსიკოსები და მათი ოჯახები კიდევ უფრო მშივრები იქნებიან!"მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ქართული კულტურისთვის ახალი წლიდან ბიუჯეტის შემცირებას და ქართველი მუსიკოსების ისედაც მინიმალური ხელფასების კიდევ უფრო შემცირებას აპროტესტებს.

მაშინ, როდესაც საქართველოში კულტურას ბიუჯეტიდან 10 პროცენტი ჩამოეჭრა, მომღერლის აზრით, ყოვლად დაუშვებელია “აეროსმიტის” კონცერტში 5,5 მილიონი ლარის გადახდა.

ანიტა რაჭველიშვილი:

“კულტურას 10% მოაჭრეს ბიუჯეტიდან და 300 ლარიან ხელფასზე მცხოვრები (ამას თუ ცხოვრება ჰქვია) მუსიკოსები და მათი ოჯახები კიდევ უფრო მშივრები იქნებიან!

სამაგიეროდ 5,5 მილიონი ლარი აეროსმიტის კონცერტში გადაიხადა ჩვენმა “ჭკვიანმა” მთავრობამ და იცით კიდევ რა ჰქნა?! ფეხბურთს მოუმატაო დაფინანსება! ეს ის სპორტი არ არის სადაც ბოლო 30 წელია 100% წარუმატებლობა გვაქვს თუ მე ვცდები?!
3-4 თამაშის გარდა რამე მოუგიათ?!

მომღერლებმა და ინსტრუმენტალისტებმა გაუთქვეს საქართველოს სახელი და მიდით უნიჭო, ნარკომანი და მორფინისტი (ყველას არ ვგულისხმობ) ფეხბურთელები დააფინანსეთ, იმიტომ რომ ფეხბურთელმა “ენერგეტიკის მინისტრმა” გადაწყვიტა ასე!

პატრონი არ გვყავს და იქნებ ჩვენს ქვეყანას მივხედოთ ჩვენ თვითონ და ეს უვიცები და მოღალატეები გავყაროთ ქვეყნიდან?!”