Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“მე ეს არ შევუკვეთე ჩემს მიერ “დაქირავებულ” მთავრობას…”

29 იანვარი, 2017

"მე ეს არ შევუკვეთე ჩემს მიერ "დაქირავებულ" მთავრობას..."სოხუმის თეატრის მსახიობი ნანა ხურითი მთავრობას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისი მოლოდინები არ გამართლდა.

ნანა ხურითი:

“არ ვიცი, ჩვენ განვითარებული ქვეყანა ვართ თუ განვითარებადი? გვაქვს უფლება, თავს ნება მივცეთ, ასეთი კონცერტები აფინანსოს სახელმწიფომ? “ქამრების შემოჭერის ფონზე”… როცა კულტურას ფინანსები ჩამოაჭრეს…

პრემიებზე, სარგოებზე თუ დანამატებზე რომ აღარაფერი ვთქვათ… კერძო კომპანიამ გასაგებია, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან??? არ ვიცი… იქნებ მხოლოდ ჩემს გარშემოა უმუშევრობა? იქნებ მხოლოდ ჩემი საახლობლო მიდის უცხოეთში, ლუკმა პურის საშოვნელად? ღმერთმა ქნას…

მსოფლიო გაგვიცნობს? “დაჩექინებისთვის”??? იქნებ სჯობს მსოფლიოს ცოტა ხანი “დავემალოთ”… მე აღარაფერი ვიცი… მე ეს არ შევუკვეთე, ჩემს მიერ “დაქირავებულ” მთავრობას…”