Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“იქნებ ჩვენი დააფასოთ ჯერ…”

8 იანვარი, 2017

"იქნებ ჩვენი დააფასოთ ჯერ..."ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ქართველი ხელოვანები სათანადოდ არ არიან დაფასებული და მათ შესაბამისი უწყებები საკადრის ყურადღებას არ აქცევენ.

მომღერალი ნინი ბადურაშვილი მოუწოდებს ყველა იმ უწყებას, ვისაც ეს ხელეწიფება, ჯერ საკუთარის დაფასება ისწავლონ და მხოლოდ შემდეგ გადაიხადონ დიდი ფულები უცხოელ ვარსკვლავებში.

ნინი ბადურაშვილი:

“ძვირფასო კულტურის მხარევ, იმედია, იხილეთ გუშინდელი ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტი!

ძალიან კარგია, რომ უცხოელ სთარებში დიდ ფულს იხდით, მაგრამ იქნებ ჩვენი დააფასოთ ჯერ, რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდება იმ თქვენს მსოფლიო ვარსკვლავებს და ცოტა მეტი ყურადღება გამოიჩინოთ ქართველი ნიჭიერი ხალხის მიმართ!

იმედია გაიგებთ და რაღაც მაინც შეიცვლება ნელ-ნელა კარგისკენ… მადლობა ყურადღებისათვის!”