Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თეატრის კრიტიკოსები საუკეთესოებს გამოავლენენ

16 იანვარი, 2017

თეატრის კრიტიკოსები საუკეთესოებს გამოავლენენ“ქართული თეატრი 2016 წელს” – ასე ეწოდება თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კვლევას.

„ქართული თეატრი 2016“-ის ეგიდით ცენტრში განაცხადების მიღება უკვე დასრულდა. წელს კვლევაში მონაწილეობას მიიღებს 38 თეატრი როგორც დედაქალაქიდან, ისე რეგიონიდან.

წლევანდელი რეიტინგების დადგენაში მონაწილეობას მიიღებს 10-ზე მეტი თეატრის კრიტიკოსი, რომლებიც 10-მდე ნომინაციაში საუკეთესო ხუთეულებს გამოავლენენ. წლის რეიტინგებს წელს დაემატა ახალი ნომინაციები – საუკეთესო ახალი ქართული პიესა, საუკეთესო დებიუტი, საბავშვო და თოჯინური სპექტაკლები.

კვლევის მიხედვით გამოვლინდება 2016 წლის ყველაზე აქტიური თეატრები, რეიტინგული სპექტაკლები, პროდუქტიული რეჟისორები, მსახიობები, სცენოგრაფები და ქორეოგრაფები.

გამოვლინდებიან ის თეატრებიც, რომლებიც ყველაზე მეტს მოგზაურობენ უცხოეთში. ასევე საქართველოს რეგიონებში არსებული თეატრები, რომლებსაც ყველაზე მდიდარი რეპერტუარი აქვთ.

თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა თეატრების კვლევა სულ 30-მდე კატეგორიაში განახორციელა.

კვლევის პრეზენტაცია ილიაუნის თეატრის ფოიეში 8 თებერვალს 16 საათზე გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.