Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ზუკა ხუციშვილი დაქორწინდა

7 იანვარი, 2017

ზუკა ხუციშვილი დაქორწინდა“იცით თურმე ის ორი ანგელოზი ვინ იყო? ეს იყო პატარა ზურიკო და ნინიკო!” – ყველას კარგად ახსოვს 90-იან წლებში ჯგუფის “სახე” ერთ-ერთი ჰიტი “წვიმად გადავიქეცი”, სადაც დათო ფორჩხიძესთან, დათო ხუჯაძესთან და გოგა ხაჩიძესთან ერთად ორი პატარა მომღერალი ნინი ქარსელაძე და ზუკა ხუციშვილი მღეროდნენ.

პატარა ზუკა გაიზარდა, მომღერლობა მთავარ პროფესიად არ აირჩია და შოუბიზნესსაც ჩამოშორდა. ის ამჟამად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს.

რამდენიმე დღის წინ ზუკა დაქორწინდა. მისი რჩეული ქეთუშა მანიჟაშვილია. წყვილს დაოჯახებას მეგობრები და ახლობლები ულოცავენ და ბედნიერებას უსურვებენ.

ზუკა ხუციშვილი დაქორწინდა