Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ვარძიის ნახანძრალ ტაძარში პარაფინის სანთლის დანთება გრძელდება

23 იანვარი, 2017

ვარძიის ნახანძრალ ტაძარში პარაფინის სანთლის დანთება გრძელდებაორი თვის წინ ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ცეცხლი გაჩნდა. დაიწვა ტაძარში მდგარი სასანთლე მაგიდა, რამაც უნიკალური ფრესკები ჭვარტლით დაფარა.

“ტფილისის ჰამქარის” ერთ-ერთი წევრი ცირა ელისაშვილი ვარძიის ნახანძრალ ტაძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

1. ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის ნახანძრალი ტაძრის გასაღები ვარძიის მუზეუმის დირექტორს არ აქვს.
2. პარაფინის სანთლის დანთება და გამათბობლის ჩართვა გრძელდება.
3. ზეპირი (!!!!!) შეთანხმება ეკლესიასთან, რომ ტაძარი დაკეტილი უნდა იყოს ირღვევა.
4. რესტავრატორები პირვანდელი სახის დაბრუნებას არ ადასტურებენ.
5. ნიკა ანთიძე ამბობს, რომ ყველაფერი აღდგება 90%-ით და ის 10% დანაკარგის თვალსაზრისით ისედაც შეიძლებოდა მომხდარიყო, რაიმე სხვა მოვლენის მაგალითად მიწისძვრის შემთხვევაში.
6. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ჟურნალისტ თეა ადეიშვილისგან იგებს, რომ ბერები ზეპირ შეთანხმებას არ ასრულებენ.

ხოდა, Aerosmith-ის კონცერტზე ბილეთი რა ღირს?!”