Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი არჩეულია

20 იანვარი, 2017

ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი არჩეულიადიდ საკონცერტო დარბაზში ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი გაიმართა, სადაც 25-მა მონაწილემ სპეციალურად ევროფესტივალისთვის შექმნილი სიმღერები შეასრულა.

კონკურსანტებს აფასებდა საერთაშორისო ჟიური, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ბორისლავ მილანოვი – მუსიკალური პროდიუსერი და კომპოზიტორი, საშა ჟან-ბაპტისტი – ცნობილი შვედი რეჟისორი, რალფ რეინინკი – ჰოლანდიელი პროდიუსერი, ევროვიზიის ექსპერტი და ჟურნალისტი და ტალი ეშკოლი – ებრაელი პროდიუსერი და რედაქტორი.

25-ვე კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ, მაყურებელს 15 წუთი მიეცა, რომ საკუთარი რჩეულისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნა. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, თითო ნომრიდან მხოლოდ 5 შეტყობინების გაგზავნა იყო შესაძლებელი.

საერთაშორისო ჟიურიმ კონკურსანტების გამოსვლა 1-დან 25 ქულით შეაფასა. ბორისლავ მილანოვმა უმაღლესი 25 ქულა თაკო გაჩეჩილაძეს დაუწერა, ყველაზე დაბალი 1 ქულა – თორნიკე ყიფიანს, ტალი ეშკოლმა უმაღლესი 25 ქულა თაკო გაჩეჩილაძეს დაუწერა, ყველაზე დაბალი 1 ქულა – ნინო ბაშარულს, რალფ რეინინკიმ უმაღლესი უმაღლესი 25 ქულა დაუწერა ნუცა ბუზალაძეს, ყველაზე დაბალი 1 ქულა კი დაუწერა – თორნიკე ყიფიანს, საშა ჟან-ბაპტისტმა უმაღლესი 25 ქულა მიანიჭა მალიბუს, ყველაზე დაბალი 1 ქულა კი დაუწერა – ჯგუფს “ეოსი”.

მაყურებელმა კონკურსანტების მხარდასაჭერად 110.963 მოკლე ტექსტური შეტყობინება გაგზავნა, ტოპ ხუთეულში კი მოხვდნენ 83 ქულით მარიამ ჩაჩხიანი, 105 ქულით მალიბუ და ჯგუფი “მინსი”, 107 ქულით ნუცა ბუზალაძე და 122 ქულით თაკო გაჩეჩილაძე.

საერთაშორისო ჟიურის და მაყურებლის გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროვიზია 2017-ზე უმაღლესი ქულების მფლობელი თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს, რომელიც მაისში უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიმართება.