Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დათუნიკა სხირტლაძის შვილს “ეგარი” კონცერტებიდან თანხას ჩაურიცხავს

23 იანვარი, 2017

დათუნიკა სხირტლაძის შვილს "ეგარი" კონცერტებიდან თანხას ჩაურიცხავსდათუნიკა სხირტლაძე საახალწლო კონცერტის დროს სცენაზე გარდაიცვალა. მის დაკრძალვამდე 1 საათით ადრე კი მისი ნანატრი შვილი – დავით-თევდორე სხირტლაძე მოევლინა ქვეყანას.

ჯგუფის “ეგარი” ყველა წევრის ერთობლივი გადაწყვეტილებით, დათუნიკას ვაჟს კონცერტებიდან თანხა ჩაერიცხება. სპეციალური განცხადება ჯგუფმა გაავრცელა:

“დათუნიკა სხირტლაძის მოულოდნელი გარდაცვალება სრულიად საქართველოს ტკივილად იქცა. თუმცა მიუხედავად ამ ტრაგიკული ამბისა, ქვეყანას მისი გვარის გამგრძელებელი დავით-თევდორე სხირტლაძე მოევლინა და ყველას სიხარული მოგვგვარა.

ჯგუფი “ეგარი”-ს ყველა წევრის გადაწყვეტილებით, ამიერიდან კონცერტებიდან შემოსული თანხიდან, დათუნიკას კუთვნილი წილი სწორედ დავით-თევროდე სხირტლაძის ანგარიშზე ჩაირიცხება!..

დღეს დროა ქართული კულტურის განვითარებაში დათუნიკა სხირტლაძის მიერ შეტანილი ლომის წვლილისათვის, ვალი დავით-თევდორე სხირტლაძეს გადავუხადოთ და გვერდში დავუდგეთ, რათა მამის დანაკლისი, თუნდაც ფინანსურად არ იგრძნოს.

დათუნიკა სხირტლაძის შვილს "ეგარი" კონცერტებიდან თანხას ჩაურიცხავს

ასევე ჯგუფი “ეგარი” მოუწოდებს ქვეყნის მოამაგეებს, ავიღოთ ჩვენს თავზე გარკვეული პასუხისმგებლობა დაბადებისთანავე უმამოდ დარჩენილი პატარა ანგელოზის წინაშე და ვისაც რითი შეგვეძლება გვერდში დავუდგეთ ოჯახს!”

თიბისი ბანკი
ბანკის კოდი: TBCBGE22
ლარის ანგარიში: GE19TB7000517365100050 (GEL)
დოლარის ანგარიში: GE13TB7000517366100034 (USD)
მიმღები: მზია ჯინჭარაძე
დანიშნულება: დავით – თევდორე სხირტლაძის დასახმარებლად