Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დათუნიკა სხირტლაძის კინოპრემიერა გარდაცვალების შემდეგ

1 იანვარი, 2017

დათუნიკა სხირტლაძის კინოპრემიერა გარდაცვალების შემდეგანსამბლების “შინ” და “ეგარი” წევრი დათუნიკა სხირტლაძე 30 დეკემბერს ამბროლაურში გამართული კონცერტის დროს სცენაზე გარდაიცვალა. როგორც მისი მეგობრები აცხადებენ, გარდაცვალების მიზეზი გული გახდა.

მოცეკვავისა და მომღერლის გარდაცვალების შემდეგ, მისი მონაწილეობით გადაღებული ფილმის პრემიერის შესახებ ინფორმაცია რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა გაავრცელა:

“დათო სხირტლაძე 2006 წელს გავიცანი, ჩემი ჯგუფ „შინ“-თან თანამშრომლობის დროს. მაშინ ჩემს პირველ ფილმზე „გაღმა ნაპირი“ ვმუშაობდი. ვნახე თუ არა მისი ცეკვა, მაშინვე მივხვდი, ფილმის საფინალო სცენაში მას უნდა ეთამაშა. ასეც მოხდა.

ჩვენი ურთიერთობა შემდეგშიც გაგრძელდა, დათო სხირტლაძე ჩემს ახალ ფილმში „ხიბულა“-შიც ცეკვავს.

ბატონმა დავითმა ძალიან დამწყვიტა გული თავისი წასვლით, უზომოდ. მასზე მოსაგონარი ბევრი დამრჩა. ნათელი დაადგეს მის სულს.”

პ.ს. გიორგი ოვაშვილის ფილმის “ხიბულა” პრემიერა, რომელიც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ეძღვნება, 2017 წელს გაიმართება. პრემიერა, სამწუხაროდ, დათუნიკა სხირტლაძის გარეშე ჩაივლის.