Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გურჯაანის კულტურის ცენტრიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს

4 იანვარი, 2017

გურჯაანის კულტურის ცენტრიდან თანამშრომლები გაათავისუფლესახალი წელი გურჯაანის კულტურის ცენტრის თანამშრომლებისთვის არასახარბიელოდ დაიწყო.

ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ძულიაშვილმა რეორგანიზაციის მოტივით სამსახურიდან 40 თანამშრომელი გაათავისუფლა. ინფორმაცია აწ უკვე ყოფილ თანამშრომლებს თათბირზე გააცნეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ინფორმაციის გაჟღერებას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. პაატა ძულიაშვილის განცხადებით, სამსახურიდან ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლები გათავისუფლდნენ.

ინფორმაცია და ვიდეოკადრები “რუსთავი 2”-მა გაავრცელა.