Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“გია როინიშვილის და მისი ქომაგების გასაგონად”

25 იანვარი, 2017

"გია როინიშვილის და მისი ქომაგების გასაგონად"კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე თეატრიდან გაშვებულ გია როინიშვილთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

ქეთი დოლიძე:

“გია როინიშვილის და მისი ქომაგების გასაგონად: სტრასბურგამდე რომ ვიარო, დავამტკიცებ, რომ ადამიანი, რომელიც 6 წელი არ დადგა თეატრის სცენაზე და არ უთამაშია არცერთი სპექტაკლი, იღებდა ურცხვად ხელფასს და არ სცხვენოდა ამისი, თეატრში არ უნდა დაბრუნდეს. იმ თეატრში, რომელსაც უღალატა.

ახლა კი დაჩაგრულ ნაციონალად მოაქვს თავი!

კოლეგებს ჰკითხოს ერთი, მაგასთან ერთად თუ უნდათ სცენაზე დგომა!

იმ მოსამართლესაც უნდა ვკითხო, ვინც ეს დადგენილება გამოიტანა (გავაპროტესტებთ მაინც), სასამართლოში რომ არ გამოჩნდეს 7 წლის მანძილზე, რას უზამენ?

თეატრის ღალატს არავის ვაპატიებ!”