Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“გთხოვთ, დაიწყოთ პროცესი რკინის სიკვდილის შესაჩერებლად”

30 იანვარი, 2017

"გთხოვთ, დაიწყოთ პროცესი რკინის სიკვდილის შესაჩერებლად"ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი მრავალფეროვანი ინიციატივებით გამოირჩევა და მოქალაქეებს ხან ნაგვის ურნაში ჩაყრისკენ მოუწოდებს, ხანაც მოძრაობის წესების დაცვისკენ.

ამჯერად გოგა პრემიერ მინისტრს და პარლამენტარებს მიმართავს და სთხოვს დღესვე დაიწყონ პროცესი რკინის სიკვდილის შესაჩერებლად.

გოგა ჩანადირი:

“თქვენს გამო ახალი წლიდან დღემდე, ანუ ბოლო ერთ თვეში გზებზე უკვე ბევრი ადამიანი დაიღუპა.

ზღვარს გადასცდა ის პასიურობა, რასაც თქვენ იჩენთ.

უკვე დიდი ხანია, საზოგადოება უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფას ითხოვს. თქვენ არც საქმით და არც კანონმდებლობით არაფერი შეცვალეთ.

ისმის მხოლოდ გაუთავებელი დაპირებები, რომ ეს ყველაფერი გაკეთდება, მაგრამ ლაპარაკიდან ლაპარაკამდე ყოველდღე საშუალოად 2 ადამიანი იღუპება და 25-მდე შავდება.

პროცესის გადადება გონივრულ ვადებსაც კი გასცდა.

თქვენ საშველი არ დააყენეთ დამრღვევი მძღოლებისთვის ქულების დაკლების სისტემის ამოქმედებას, მართვის მოწმობის გართულებული გამოცდით აღებას, ინფრასტრუქტურის სათანადოდ მოწყობას, ასევე, დამრღვევი ქვეითების დაჯარიმების საყოველთაო ნორმად დანერგვას.

კანონპროექტი წელზე მეტია, თაროზე შემოდეთ. ამასობაში კი რკინის სიკვდილით ყოველდღე გვეღუპებიან ადამიანები.

თითოეულის გარდაცვალების მიზეზი თქვენი ყოვლადგაუმართლებელი პასიურობაა.

ბატონო პრემიერ-მინისტრო! ბატონო და ქალბატონო პარლამენტარებო!

გთხოვთ, დღესვე დაიწყოთ პროცესი რკინის სიკვდილის შესაჩერებლად.”