Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“განადგურება ისევ გრძელდება”

15 იანვარი, 2017

"განადგურება ისევ გრძელდება"“განადგურება ისევ გრძელდება!” – ასე ასათაურებს თავის ახალ ჩანაწერს მწერალი და გადაცემის “გააგრძელე საქართველოს ისტორია” ავტორი გურამ ქართველიშვილი:

“განადგურება ისევ გრძელდება!

ყველა ერს საუკუნეობით გამომუშავებული ცხოვრების წესი აქვს, რომელიც თავისივე ქვეყნის და რეგიონის გეოპოლიტიკურ მდებარეობაზეა მორგებული.

მეთვრამეტე საუკუნის ირანის იეზუიტური წარმომადგენლობების პროურორი და შაჰის კართან დაახლოებული პოლონური წარმოშობის ფრანგი დიპლომატი თადეოშ კრუსინსკი წერდა:

ქართულ საზოადოებაში ადამიანები ფასდებიან არა სიმდიდრით, არამედ ზნეობითა და გვარიშვილობით. აზიის ყველა ხალხებისგან განსხვავებით, ქართველები არა ქალაქებში, არამედ სამემკვიდრო მამულებში ცხოვრობენ სოფლად. მათივე თქმით, ეს უადვილებთ მუდმივ ვარჯიშში და მზადყოფნაში იყვნენ ომისთვის. მათივე თქმით, ქალაქური ცხოვრების ცდუნებები ხელს უშლის ამას, რაც შეეხება ქართველების ხასიათს, ისინი სავსებით განსხვავდებიან სომხებისაგან, მათ არ აქვთ ლტოლვა ვაჭრობისაკენ. ქართველებს ბუნებრივი მიდრეილებისა და ძლიერი აგებულების გამო სამხედრო ხელოვნება ემარჯვებათ, მაგრამ თუ მათ ფიზიკურ მონაცემებს განათლებასაც დავუმატებთ, მაშინ მათი მსოფლიოში უკეთილშობილესი ერებისადმი მიკუთვნება შეიძლება.

ისინი საგანგებოდ გამოირჩევიან ირანის სამხედრო თუ სამოქალაქო სარბიელზე და ცნობილნი არიან თავისი ერთგულებითა და პატიოსნებით. უკავიათ იმპერიაში დიდი თანამდებობები. სპარსეთის შაჰები მეტად მნიშვნელოვანი საქმეების მოსაგვარებლად მათი სამსახურით სარგებლობენ. ქართველები ყოველთვის კარგ და მოვლილ იარაღს ატარებენ, ჰყავთ საუკეთესო ცხენები და ძაღლები. ისინი ნადირობასაც სამხედრო წვრთნად მიიჩნევენ, ხოლო ნადირობას მათი ქვეყნის მდიდარი ფაუნაც უწყობს ხელს.

შემოსავლის დიდ ნაწილს ქართველები ხარჯავენ ცოლის ტანისამოსზე, მათ აბრეშუმზე, ოქროულობასა და ძვირფას ქვებზე. ისინი ეთაყვანებიან ცოლებს. ყოველწლიურად რთველის შემდეგ ქართველები ხელგაშლილად იწყებენ ცხოვრებას. ასევე კარგად იტანენ სიღარიბესაც და კმაყოფილდებიან მცირედით. ქართველი დიდებულები სიკვდილის წინ შვილებს მეურვეებად ყოველთვის არა სისხლით ნათესავს უნიშნავენ. ისინი არასოდეს სჯიან შვილებს უხეშად, მიიჩნევენ რა, რომ ჯოხი უმახინჯებს მათ ბავშვობას და ასე ზრდიან მანამ, სანამ შვილები თვითონვე შეძლებენ მიღებული სასჯელის არსის გაანალიზებას.

ქართველები ხშირად ამბობენ – მთელ მსოფლიოში რომ დაიღუპოს ქრისტიანობა ჩვენ მაინც შევინარჩუნებთ ნამდვილი ქრისტიანობის ყვავილს, რომელიც კვლავ აყვავდებაო. ომის დროს მათი ყველა მღვდელი და ეპისკოპოსი ისევე იბრძვის მტრის წინააღმდეგ იარაღით, როგორც საერო მოსახლეობა.”

P.S. როცა ეს სიტყვები იწერებოდა, მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისი იდგა და მანამდე უამრავ გენოციდებ გადატანლ ქართველობას, როგორც ვხედავთ, ჯერ კიდევ ჰქონდა შენარჩუნებული სახე. მათ კულტურას მომდევნო საუკუნეებში არაერთი განადგურება მოელოდა. ჩვენი საზოგადოების მუდმივმა დევნამ შედეგად დღევანდელი საქართველო მოიტანა. განადგურება ისევ გრძელდება!”