Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გააუქმეთ აეროსმიტის კონცერტი!

31 იანვარი, 2017

გააუქმეთ აეროსმიტის კონცერტი!მაისში ლეგენდარული ჯგუფი აეროსმიტი საქართველოს ეწვევა და ბლექ სი არენაზე კონცერტს გამართავს. ჯგუფის კონცერტისთვის 5.500.000 ლარი გამოიყო, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

აეროსმიტის კონცერტის გაუქმებას ითხოვს ახალგაზრდა საოპერო მომღერალი მიშა ქირია:

“გააუქმეთ აეროსმიტის კონცერტი და ის ფული მოახმარეთ “ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრისგან დაზრალებულებულ ჩვენს მოსახლეობას.

აღარ გვინდა 5 მილიონის გადაყრა ტაშ-ფანდურში, როცა ასეთი ტრაგედია დაატყდა ხალხს თავს! დიახ ტრაგედია, იმიტომ რომ დარჩნენ ლუკმა პურის გარეშე, ბანკების პირისპირ! ხანძარს შეეშვით, თავისით ჩაქრება.”