Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ბორჯომში უნიკალური ძეგლი ინგრევა

22 იანვარი, 2017

ბორჯომში უნიკალური ძეგლი ინგრევასაქართველო თავისი კულტურით მართლაც უნიკალური ქვეყანაა. ეკლესია-მონასტრები, მღვიმეები, ნაკრძალები, სასახლეები, მუზეუმები – ეს მცირე ჩამონათვალია იმ კულტურული კერების, რომლებიც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

“არტ ინფო” ჯერ კიდევ ორი წლის წინ წერდა, რომ ბორჯომის პარკში მდებარე 1895 წელს აგებული, განუმეორებელი არქიტექტურული ძეგლის – კავალერიის კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო და 2018 წელს დასრულდებოდა. ბორჯომის პარკის უძველეს არქიტექტურულ შენობაში კი თანამედროვედ ადაპტირებული მუზეუმ-გალერეა გაიხსნებოდა.

თუმცა თაკო როდონაია ამ მართლაც უნიკალურ შენობასთან დაკავშირებით ავრცელებს ფოტოებს და აცხადებს, რომ შენობა უმძიმეს მდგომარეობაშია და არავითარი სარეაბილიტაციო სამუშაეობი დაწყებული არ არის.

თაკო როდონაია:

“ამდენი სიმახინჯის მშენებლობის ფონზე, არაერთი ასეთი უნიკალური შენობა თვალწინ გვენგრევა. სამწუხაროდ, ამგვარი ამბები, ვერასდროს გახდება მთავარი თემა!”

ბორჯომში უნიკალური ძეგლი ინგრევა

ბორჯომში უნიკალური ძეგლი ინგრევა

ბორჯომში უნიკალური ძეგლი ინგრევა

ბორჯომში უნიკალური ძეგლი ინგრევა