Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

აღადგინეთ ,,გააგრძელე საქართველოს ისტორია”!

16 იანვარი, 2017

აღადგინეთ ,,გააგრძელე საქართველოს ისტორია"!გადაცემის “გააგრძელე საქართველოს ისტორია” ავტორმა და წამყვანმა, მწერალმა გურამ ქართველიშვილმა მაყურებელს რამდენიმე დღის წინ ამცნო, რომ ფინანსური პრობლემების გამო, პროექტი დაიხურა.

ქართულმა საზოგადოებამ საზოგადოებრივ მაუწყებელს გადაწყვეტილება დაუწუნა და გადაცემის დახურვა გააპროტესტა.

შეიქმნა სპეციალური მანიფესტი მოქალაქე დავით ალავიძის მიერ, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელს ვასილ მაღლაფერიძეს მოუწოდებს არ დახუროს გადაცემა:

“ისტორიული მხატვრულ-დოკუმენტური სერიალი „გააგრძელე საქართველოს ისტორია” არის ერთადერთი საინტერესო შემეცნებითი პროდუქტი ქართულ ტელე-ინტერნეტ სივრცეში, რომელიც საშუალებას იძლევა დღევანდელი ეპოქის შესაბამისად გავეცნოთ ჩვენი ქვეყნის წარსულს – მივიღოთ ცოდნა და სიამოვნება პარალელურად.

ეს ფილმები ნამდვილად საგანძურია ჩვენთვის, როგორც ისტორიის მოყვარულთათვის. როგორც სოციალურ ქსელში დიდმა გამოხმაურებამ აჩვენა, ეს ტელეპროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდებში, და არა მარტო, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას და ქვეყნის და რეგიონის სიღრმისეულ ცოდნას. წინა სერიები სკოლებშიც კი იყო შეტანილი დამხმარე სახელმძღვანელოდ.

დიდმა გამოხმაურებამ ემიგრაციიდან დაადასტურა, რომ ქართველი ემიგრანტებისთვის “გააგრძელე საართველოს ისტორია” ერთგვარი საზრდო და თვითმყოფადობის შენარჩუნების საუეთესო საშუალებაა.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, აღნიშნულ პროექტს დაფინანსება გაუნახევრეს, რაც გადაცემის დახურვის ტოლფასია. ეს ნიშნავს ქართულ ტელესივრცეში ერთადერთი უალტერნატივო და უკონკურენტო პატრიოტული პროექტის გაჩერებას და ჩვენს რეალობაში ისედაც არსებული მწვავე დეფიციტის გაღრმავებას.

გთხოვთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მრავალმილიონიანი ბიუჯეტიდან გამოყოთ სახსრები, რათა ეს ხალხისთვის საყვარელი პროექტი არ გაჩერდეს და განაგრძოს იმ საქმის კეთება, რომელიც ბევრ ჩვენთაგანს აცნობს და აყვარებს თავის ქვეყანას.”

პროექტის მხარდაჭერა და მანიფესტზე ხელმოწერა შეგიძლიათ აქ: manifest.ge