Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ანაიდა ბოსტანჯიანი გარდაიცვალა

8 იანვარი, 2017

ანაიდა ბოსტანჯიანი გარდაიცვალაოთარ ჭილაძის, გურამ დოჩანაშვილის, თამაზ ჭილაძის, ვაჟა ფშაველას, გრიგოლ რობაქიძის, ჭაბუა ამირეჯიბის, რევაზ მიშველაძის, ხუტა ბერულავას, ნოდარ დუმბაძის, ანა კალანდაძის, არჩილ სულაკაურის, გრიგოლ აბაშიძის, გურამ ოდიშარიას და სხვა ქართველი მწერლებისა და პოეტების სომხურ ენაზე მთარგმნელი ანაიდა ბოსტანჯიანი მოულოდნელად გარდაიცვალა.

არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი შემოქმედი თთქმის ნახევარი საუკუნე თარგმანს ემსახურებოდა. მის მიერ თარგმნილი ოთარ ჭილაძის „გოდორი“ ერევანში ბესტსელერთა სიაში მოხვდა.

ბოლო 3 წლის განმავლობაში, მისი თარგმანით სომხურ ენაზე 7 წიგნი გამოიცა.