2 იანვარი, 2017

“ვიცი, ისევ არავის გაახსენდება”

ჟურნალისტი გოდერძი შარაშია ახალი წლის დადგომას განსაკუთრებული ინფორმაციით აღნიშნავს.

გოდერძი შარაშია:

“ეს არის ქართული დოკუმენტური კინოს ლეგენდა, მიხეილ ხერგიანზე ფილმების და რეზო თაბუკაშვილის პირადი ოპერატორი. ის სახლში ინახავდა იტალიიდან ჩამოსვენებული მიხეილ თამარაშვილის ნეშტს.

იურა ბარამიძე ახლაც არავის გახსენებია, არც საჭმლის ფული ჰქონდა და არც სამკურნალო სახსრები აქვს. დღეს მივულოცე ახალი წელი. აპრილში 86 წლის გახდება და, ვიცი, ისევ არავის გაახსენდება.”