15 იანვარი, 2017

“დავიღალე ამდენი ტყუილებით”

– დავიღალე ამდენი ტყუილებით, ეს დედა აფეთქებული ისტორიას რატომ ეწინააღმდეგები, არ გრცხვენია ამდენი ზერელე “პრომოუშენით”. არაფერ შუაშია აქ შური და ღვარძლი, დამერწმუნეთ! – აცხადებს ანსამბლ ”მეტეხის” ქორეოგრაფი დავით ფოცხიშვილი და ქართულ ქორეოგრაფიულ სამყაროში არსებულ სიტუაციას აფასებს.

დავით ფოცხიშვილი:

“როგორც ვხედავ, მხოლოდ ერთი ანსამბლი არსებობს საქართველოში და ამას შეეგუეთ ყველა! ნუ გექნებათ პრეტენზია იმაზე, რომ ღმერთმა რაც მოგცათ, იმას როდესმე გააკეთებთ… ამბობენ: სანამ დედამიწა შეიქმნებოდაო ოსური, ხორუმი და, მათ შორის, სახარებაც ერთი ადამიანების ჯგუფისგან ყოფილა შექმნილი…

დავიღალე ამდენი ტყუილებით, ეს დედა აფეთქებული ისტორიას რატომ ეწინააღმდეგები, არ გრცხვენია ამდენი ზერელე “პრომოუშენით”. არაფერ შუაშია აქ შური და ღვარძლი, დამერწმუნეთ!

ეს რასაც ცეკვავს ქართველი ერი, ეს ეკუთვნის არა ერთ ოჯახს, არამედ საქართველოს და მინდა გითხრათ, რომ ცეკვა ერთმა კაცმა, ერთმა ოჯახმა არ შექმნა, აქ მთელი ქართველი ხალხი იყო ჩართული დასაბამიდან, როცა აცეკვდა ჩვენი ერი…

“ხორუმის” მთელი კლასიკური მექანიზმი, მინდა გითხრათ, რომ შექმნა ვახტანგ ჭაბუკიანმა და ის სწორი ხაზიც, რომელიც გამოყენებულია ქართულ ცეკვებში… ეს ყველაფერი 1905 წელშია გაკეთებული…

ასევე “სამაია” პუანტებზე, ესეც ვახტანგ ჭაბუკიანის გაკეთილშობილებულია…

რაც შეეხება “ოსურს”, “ლეზგინკას, და ამდაგვარ ცივ კავკასიურ დრამატული ჯიშის ცეკვებს: ეს ეკუთვნის მთლიან “კავკასიას”, აქ ყველამ ერთად მიიღო მონაწილეობა, კავკასია ადრე ერთად იდგა… ნურავინ ნუ დაიბრალებს რომ მარტო ქართველმა შექმნა… აი “სომეხს” არაფერი ესაქმება და “აზერბაიჯანელს” ჩოხასთან და მძაფრ ილეთობრივ წყობასთან…

ყველამ დაიმახსოვროს! ქართველებს გვყავდა რამოდენიმე უმაღლესი რანგის ქორეოგრაფი და მე ჩამოვთვლი მათ, ვინც ნამდვილად შექმნა: ბუხუტი დარახველიძე, ჯანო ბაგრატიონი, ვახტანგ ჭაბუკიანი.

ფაქტიურად ქართული ნაციონალური ბალეტი მცნება, როგორც ქორეოგრაფიულად და ასევე მთელი ფილოსოფიით, შექმნა ვახტანგ ჭაბუკიანმა, ამას ცხადრყოფს მისი მსოფლიო დონის ქართული სპექტაკლები…

1938 წლის ივნისში კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში სცენაზე წარმოდგენილი იქნა სახეშეცვლილი “მზეჭაბუკის” პრემიერა. მისი ახალი სახელია “მთების გული”. 1939 წელს სსრკ–ის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მას წითელი დროშის ორდენი გადასცეს და დამსახურებული არტისტის წოდება მიანიჭეს. მისმა დადგმებმა განსაკუთრებული შესაძლებლობები გაუხსნა მამაკაცის პარტიებს. შემდეგ იყო ქორეოგრაფიული სპექტაკლები: “სინათლე”, “გორდა”.

ნუ გვაბოლებთ! მე არ დავბოლდები და ვინც დაბოლდება, დაბოლდეს და ხალიჩად გაეფინოს დამბოლებელს…

სანტა კლაუსი არ არსებობს ჩემო ძმებო და დებო!
კლასიკური მონოპოლიააა ეს, რასაც ვხედავთ…
ძალიან ბევრ ნიჭიერ და ამავდროულად დაჭმუჭნულ ადამიანებს ვხედავ, რომლებიც ღმერთისგან ნაბოძ ნიჭთან ერთად იხრწნებიან და ბოლოს რომ ვერაფერს ვერ აწყობენ, ფარ-ხმალს ყრიან…

“თარო” იმიტომ არსებობს, რომ შემოვდოთ ხოლმე ძველი, რომელიც შეიძლება ოდესღაც ახალი გახდეს, მაგრამ საქართველოში “თარო” არ არსებობს…
მე ვფიქრობ, რომ ჩემი ეს კომენტარი კიდევ ერთხელ გამოაფხიზლებს ქართველ ხელოვანებს… მონარქები და მონარქია ყოველთვის მძულდა, ეს კარგს არ მოუტანს ჩვენს ქორეოგრაფიას, კერპთაყვანისმცემლობის ტოლფასია რაც ხდება…

ეს პოსტი არ ეხება “ცეხავიკ” ხელოვანებს, ისინი ყურმოჭრილები არიან, მართალს ვერ გაიგებ მათგან, იმიტომ რომ სხვისი ფანტაზიებით იკვებებიან და მათ ხომ არ დაუწყებენ ლანძღვას…
იმისათვის, რომ ვიყოთ მუდმივები, უნდა შევქმნათ “აკვარიუმი”, სადაც ჩვენივე საკვებით და გარემოთი გავზრდით თევზებს…

“აკვარიუმის” თევზებს რასაც ჩაუყრი, იმას შეჭამენ, არ შეჭამენ და მოკვდებიან… მათ ფანტაზია ისე აქვთ დამდაბლებული, რომ არც კი იციან, რომ შეუძლიათ ნახტომი თავისუფლებისკენ, თუნდაც ეს სასიკვდილო ნახტომი იყოს უჰაერო სივრცეში…

ახლა კი ვიცი, რომ ის არის ხალხის მბრძანებელი და ბატონი, ვინც მეტს გაბედავს, სიმართლეც იმისკენ არის. ვინც მეტად აიგდებს ყველაფერს აბუჩად, კანონმდებელიც ის არის. ვისაც მეტის გაბედვა შეუძლია, ყველაზე მართალიც ის არის! ასე ყოფილა აქამდის, ასე იქნება ამას იქითაც! მარტო უსინათლო თუ ვერ გაარჩევს და დაინახავს ამას!
მე არ მყავს “ბატონი” და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩემი კოლეგებიც მეტწილად ასე ფიქრობენ…

ნუ მივითვისებთ ერის კულტურას მხოლოდ ჩვენი ოჯახის უკვდავებისთვის….

ჩვენ, ქართველებს გვღუპავს მხოლოდ ერთი სიტყვა: “ჩემია”… სანამ ქართველი არ იტყვის “ჩვენია” არაფერი არ გვეშველება…”