6 იანვარი, 2017

“ბრავო რუსთაველის თეატრს!”

რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის მეუღლე, მსახიობი ქეთევან კიკნაძე თეატრებში შექმნილ ვითარებას აფასებს და რუსთაველის თეატრის მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს.

ქეთევან კიკნაძე:

“ბრავო რუსთაველის თეატრს! ყოჩაღ რობიკო, მსახიობებს ხელფასი არ დააკლეს. ის მსახიობები, რომლებიც ვეღარ თამაშობენ, დაავადებულია ზოგი, ისინიც კი შეინახა. შენი გვარი და სახელი, ოქროს ასოებით შევა ქართული თეატრის ისტორიაში და არა მარტო მაგისათვის. შენი შემოქმედებით.

ამ ამბებთან დაკავშირებით, ერთი ამბავი მახსენდება. სესილია თაყაიშვილმა ერთხელ დარეკა, გიგა არ იყო სახლში, ტელეფონზე მე შევხვდი:

“ქეთინო! გიგა რომ მოვა გადაეცი, მე არაფერს არ ვთამაშობ, ამიტომ გამათავისუფლოს თეატრიდან, ჩემი ხელფასი კი გადაანაწილოს ახალგაზრდებზე, რომლებიც გაჭირვებულები არიანო.”

ძალიან დავიბენი, რა თქმა უნდა, გადავეცი, მაშინ გიგამ აიღო მილი და დაურეკა: “ქალბატონო სესილია! თქვენ მარტო იმაში გეკუთვნით ხელფასი, თეატრში ხანდახან გამოჩნდეთ და გაიარ-გამოიაროთო.”

ეს იყო კაცური და სამაგალითო პასუხი. დიდ შემოქმედს, დიდსულოვნება მოეთხოვება.”