Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

უპრეცედენტო მოვლენა ქართულ თეატრში

29 დეკემბერი, 2016

უპრეცედენტო მოვლენა ქართულ თეატრშიქართული თეატრი მაქსიმალურად ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვე თეატრალური სამყაროს სიახლეებს და მაყურებელს საინტერესო და ახლებური წარმოდგენები შესთავაზოს.

გამონაკლისი არც პანტომიმის თეატრია. “თუ შენ ვერ მოდიხარ პანტომიმის თეატრში, მაშინ პანტომიმის თეატრი მოდის შენთან!” – ამ დევიზით ქართველმა მიმებმა უპრეცედენტო პროექტი განახორციელეს – პირველად ქართული თეატრის ისტორიაში საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრმა სპექტაკლი პირდაპირ ეთერში ითამაშა და სოციალურ ქსელში “ფეისბუქი” ჩართვა გააკეთა.

მიმების შოუს ნახვის შესაძლებლობა ყველას მიეცა. სპექტაკლმა დიდი წარმატებით ჩაიარა – მთლიანობაში შოუს 4000-მდე მაყურებელმა უყურა.