თეატრალური საზოგადოების ოფისს ცეცხლი გაუჩნდა

თეატრალური საზოგადოების ოფისს ცეცხლი გაუჩნდაქუთაისში თეატრალური საზოგადოების ოფისს ცეცხლი გაუჩნდა.

სრულად დაიწვა შენობის მესამე სართული. ამ წუთებში ცეცხლის ჩაქრობას 4 სახანძრო მანქანა ცდილობს.

დამწვარია ორგანიზაციის ინვენტარი, არსებობს ცეცხლის საცხოვრებელ სახლებზე გადასვლის საშიშროება.

სამაშველო სამსახური ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობს.

ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.