სტეფანე ევროვიზიის წინააღმდეგ

სტეფანე ევროვიზიის წინააღმდეგმიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს მომღერალი და პროდიუსერი სტეფანე საქართველოს ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსში ნინი ბადურაშვილთან, თაკო გაჩეჩილაძესთან და ქრისტინე იმედაძესთან ერთად მონაწილეობდა და გაიმარჯვა კიდეც, ევროფესტივალის წინააღმდეგ გამოდის.

სტეფანე:

“ევროვიზია არის არაფრის მომცემი, ნერვების მომშლელი კონკურსი, მაგრამ ვისაც უნდა – გაუმარჯოს, უბრალოდ წესებში უნდა გაერკვეს. ეს არის სიმღერის კონკურსი და არა კივილ-წივილის და ფსიქოდელიკის. სიმღერა უნდა გრჩებოდეს ყურში და გახსოვდეს, ანუ ჰიტი უნდა დარჩეს და იმ ასოცი სიმღერიდან მაინც რომელია ესეთი ვერ გავიგე. მე მხარს ვუჭერ ტრიო “ღანძილს”, როგორც უბადლო მარაზმს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის…”