4 დეკემბერი, 2016

“სხვისი სახლი” ოქროს პრომეთეს მფლობელია

sxvisiრეჟისორ რუსუდან გლურჯიძის ფილმი “სხვისი სახლი” კიდევ ერთი გრან პრის მფლობელია.

საქართველოს მიერ ოსკარზე ნომინირებული ფილმი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საერთაშორისო კონკურსის მთავარი პრიზით – ოქროს პრომეთეთი დააჯილდოვეს.

რუსუდან გლურჯიძის ფილმში მოვლენები 90-იანი წლების საქართველოში ვითარდება. მთავარი გმირები კონფლიქტის შედეგად დაცარიელებულ სოფელში ჩადიან და სხვის სახლში ცხოვრებას იწყებენ.

ვერცხლის პრომეთე კი ფესტივალის ორგანიზატორებმა საუკეთესო რეჟისურისთვის ებრაელ რეჟისორს იანი ბერმანს გადასცეს ფილმისათვის „პატარა ადამიანების წრე”.