23 დეკემბერი, 2016

შეიცოდე ეს ხალხი!

დეკანოზი ილია ჭიღლაძე შოუმენ გია ჯაჯანიძეს მიმართავს და ხალხის შეცოდებისკენ მოუწოდებს. დეკანოზი მას თანამედროვეობის ერთ-ერთ პრობლემას უწოდებს და სისულელეების გავრცელებაში ადანაშაულებს.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე:

“ხალხო, თანამედროვეობის ერთ–ერთი პრობლემა ჯაჯანიძეა, რამდენ სისულელეს ავრცელებს და ამ საბრალო ობივატელს კი ყველაფერი მართალი ჰგონია, რასაც ისმენენ.

როდის დამთავრდება ადამიანების აზროვნება, როცა ყველაფერი მოსმენილი ტელევიზიით, ან პრესაში დაბეჭდილი ჭეშმარიტება ჰგონიათ?!

იმედია იცით, რომ ქრისტე მაცხოვარი და მისი ყოვლადუხრწნელი დედა ებრაელები იყვნენ და არამეულად საუბრობდნენ. გიორგი ჯაჯანიძე მესმის შოუმენი ხარ, მაგრამ შეიცოდე ეს ხალხი ამდენი ტვინის რეცხვისაგან.”