Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ყველანი თავხედები ხართ…”

5 დეკემბერი, 2016

mazთბილისში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტის დადგმამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია.

ზოგმა ბიუსტი დაიწუნა, ზოგმა კი ავტორის ჩანაფიქრი მოიწონა და არქიტექტორ გენო ზაქარაიას ნამუშევარი შეაქო.

ახალგაზრდა არქიტექტორ ხვთისო ტუძილაძეს გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი მოსწონს და თავის აზრს საჯაროდ აფიქსირებს:

“თქვენი ნებართვით მეც დავწერ ჩემს მცირედ შეხედულებას მაზნიაშვილის ბიუსტზე.

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა საერთოდ ვერ ხვდება მხატვრის, მოქანდაკის, არქიტექტორის და ზოგადად ხელოვანის დანიშნულებას ამ ქვეყნად და უბრალოდ იციან, რომ უნდა დააფასონ ხელოვნება. (ისევე ბრმად, როგორ ბრმადაც სწამთ… “ამინ! ამინ! ამინ!”)

მე არქიტექტორი ვარ და ჩემი კლიენტების ნაწილს არც ჩემი აზრი აინტერესებს და თან ჰგონიათ, რომ ეს ჩემი ჰობია. მე ხომ ხატვა ვიცი და თვითონ არ იცის. უფრო სწორად თვითონაც იცის, მაგრამ სად სცალია სამაიმუნოდ.

მეორე რიგში გეტყვით, რომ ყველანი თავხედები ხართ, ვინც მოქანდაკეს ჰპირდებით, რომ “თავს არტყმევინებთ ბიუსტზე” და “სამშობლოს ღალატისთვის კოჭებს დაუხვრიტავთ”…

ვინც პატრიოტული სულისკვეთებით რადიკალურად ეწინააღმდეგებით ბიუსტის დადგმას და მოითხოვთ, რომ სასწრაფოდ აიღონ, რადგან ამახინჯებს თქვენს საყვარელ ქალაქს და ეროვნული გმირის სახელს შეურაცხყოფს, კარგად გაიხსენეთ რომ თქვენს საყვარელ ქალაქში მოსკოვის გამზირი არსებობს. გამზირი და არა ერთი პატარა ქუჩა…

P.S. მე მოქანდაკე გენო ზაქარაია ძალიან მომწონს და მის ბიუსტს არც შევადარებ იმ ნაგავს, რომელიც კასპში დაიდგა. რადგან ის ერთი მოყვარული მოქანდაკის მიერ გაკეთებული კოპიოა, რომელიც გენერლის ხასიათს და მისი მოღვაწეობის რთულ პერიოდს საერთოდ არ გამოხატავს თავისი ბუნჩულა სიფათით!”