Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართული ფილმი სალონიკში დააჯილდოვეს

9 დეკემბერი, 2016

ქართული ფილმი სალონიკში დააჯილდოვესსალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული ფილმი დააჯილდოვეს.

რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა “ლეთა” პრიზი კინოფესტივალზე კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო.

ფილმი არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე უკვე აჩვენეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ეს დეას რიგით მეორე ფილმია. “ლეთა” კანის კინოფესტივალზეც მოხვდა.

უახლოეს მომავალში ქართველი რეჟისორის ნამუშევარს ბრაზილიაში გამართულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალსა და ზაგრების კინოფესტივალზე აჩვენებენ.