ნუკრიანის კულტურის სახლი იწვის

– ნუკრიანის კულტურის სახლი იწვის, – ინფორმაციას ამის შესახებ ნინი სანადირაძე ავრცელებს:

“ადამიანების იმედი იწვის, – სოფლის განათლების ცენტრი იწვის, იუსტიციის ცენტრი იწვის – წლების მანძილზე ნაგროვები და ნაწვალები სახელოსნო იწვის – სოფელი იწვის ადამიანები სოფელი – ნუკრიანის კულტურის სახლი იწვის და ვერაფერს ვაკეთებთ.

მუნიციპლიტეტს სახანძრო არ ჰყავს, სოფელში წყალი არ არის – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არ ინიშნება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ინიშნება – რამე მასწავლეთ რა შეიძლება გავაკეთოთ?”