21 დეკემბერი, 2016

“ნიჭიერთა ათწლედი” წინასაახალწლო კონცერტს გამართავს

25 დეკემბერს, კვირას თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეები ტრადიციულად წინასაახალწლო კონცერტს გამართავენ.

სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ საბავშვო ორკესტრი, გუნდი და სიმებიანი კვარტეტი მსმენელს ძალიან სახალისო და საზეიმო პროგრამას წარუდგენს და წინასაახალწლო სადღესასწაულო განწყობას შეუქმნის.

კონცერტი სავაჭრო ცენტრ „ჯითისი“-ში ვეკუას ქუჩა N3-ში 14 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება მსურველთათვის თავისუფალია.