მომღერლებს ფორტეპიანო ბოქლომით ჩაუკეტეს

ქართველმა მომღერლებმა რეპეტიციის გავლა მეტად უცნაური მიზეზის გამო ვერ შეძლეს – მათ ფორტეპიანო ბოქლომით ჩაუკეტეს.

“როგორ გვჭირდებოდა რეპეტიცია მაგრამ… თუ არ გინდათ უცხომ თქვენს ინსტრუმენტზე დაუკრას, შეგიძლიათ პოლონელების გამოგონებით ისარგებლოთ,” – განაცხადა ქართველმა მომღერალმა ტატო გოდერძიშვილმა.

მომღერალი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში კონცერტების ჩასატარებლად კოლეგებთან ერთად ჩავიდა.