Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კიდევ ერთი ჯილდო გიორგი ოვაშვილს

20 დეკემბერი, 2016

კიდევ ერთი ჯილდო გიორგი ოვაშვილსფილმების “გაღმა ნაპირი” და “სიმინდის კუნძული” რეჟისორის გიორგი ოვაშვილის მრავალრიცხოვან ჯილდოებს კიდევ ერთი შეემატა.

საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციების მინისტრის, ოდრე აზულეს გადაწყვეტილებით, გიორგი ოვაშვილს საფრანგეთისა და მსოფლიოს კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის წოდება მიენიჭა.

მისი ერთ-ერთი ბოლო ფილმი “სიმინდის კუნძული” ფრანგული მხარის თანადაფინანსებით შეიქმნა.

გიორგი ოვაშვილის ნამუშევარმა სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე 35 ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის გრან პრი – ოქროს გლობუსი კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე.