ხელოვნების სასახლეს უნიკალური აფიშები გადაეცა

მხატვარებმა თენგიზ და გოგა ქართველიშვილებმა ხელოვნების სასახლეს უნიკალური საავტორო აფიშების კოლექცია გადასცეს.

კავკასიის რეგიონში ხელოვნების სასახლის ერთ-ერთ უმდიდრეს სააფიშო ფონდს 120-ზე მეტი როგორც ნაბეჭდი, ასევე ხელით ნახატი აფიშა შეემატა.

კოლექცია სხვადასხვა თემატიკას აერთიანებს და თითოეული მათგანი განსაკუთრებული ღირებულების მატარებელია.

ხელოვნების სასახლე მადლიერებით იღებს საჩუქარს.