Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კამოლის დაკეტილ თეატრს 40 წლის შემდეგ ქართველი მომღერალი გახსნის

24 დეკემბერი, 2016

კამოლის დაკეტილ თეატრს 40 წლის შემდეგ ქართველი მომღერალი გახსნის40 წლიანი პაუზის შემდეგ, კამოლის ულამაზესი თეატრი საზეიმოდ გაიხსნება.

შობის და ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, თეატრის გახსნა საშობაო ორატორიით სიმბოლურია.

4 ათეული წლის განმავლობაში დაკეტილი თეატრი ბახის ნაწარმოებით გაიხსნება, რომელსაც ახალგაზრდა ქართველი საოპერო მომღერალი სოფია მჭედლიშვილი კოლეგებთან ერთად შეასრულებს.

სოფია მჭედლიშვილი:

“მზად ვართ კამოლის ულამაზესი თეატრის გახსნისთვის რომელიც დაკეტილი იყო 40 წლის განმავლობაში. ვხსნით ბახის საშობაო ორატორიით, რომელსაც შევასრულებთ მე და ჩემი კოლეგები დიდი მაესტრო ფაბიო ლუიზის დირიჟორობით.

ვუსურვებ ყველა ქვეყანას რომ გახსნას დაკეტილი თეატრები და აღარასდროს დახუროს!!!”