Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“გადავარჩინოთ ბავშვები”

21 დეკემბერი, 2016

"გადავარჩინოთ ბავშვები"ამ მოწოდებით მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე გამოდის და სიკეთის ერთობლივი კეთებისკენ მოუწოდებს საზოგადოებას.

ნინომ დაავადებული ბავშვების გადასარჩენად საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” დააარსა და 40-მდე ბავშვს დაეხმარა.

მორიგი ქველმოქმედებისთვის ნინო სურგულაძე თავის გულშემატკივრებს 28 დეკემბერს გააერთიანებს. თბილისის საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” საახალწლო გალა კონცერტს გამართავს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი შემსრულებლები, ასევე უცხოელი სტუმრები, რომლებიც თბილისში სპეციალურად ქართველი ბავშვების დასახმარებლად ჩამოვლენ.

მსმენელის წინაშე წარსდგებიან ნინო სურგულაძე, კორსიკული ჯგუფი “სარტენე”, იტალიური ჯგუფი “ლე დივას”, ოლივერ პული, შოტლანდიიდან სპად დი ფაიფერი, ფრანჩესკო ტასკაიალი. ასევე ანსამბლები “რუსთავი”, “ბასიანი”, “ქართული ხმები”, “გეორგიკა”, “ირიაო”, გორის ქალთა კამერული გუნდი, ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრი, მაესტრო მირიან ხუხუნაიშვილი, მომღერალი სოფიკო კაკულია, ნიკა ნიკვაშვილი.

ნინო სურგულაძე:

“ძალიან დიდი შემადგენლობაა, დიდი კონცერტია და რაც მთავარია, ემსახურება ძალიან კარგ მიზანს, რომ ერთად გადავარჩინოთ ბავშვები, რომლებსაც სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ დახმარება. ჩვენ უკვე ყველა ერთად, ერთობლივი ძალისხმევით დავეხმარეთ 40-მდე ბავშვს.

არაფერია შეუძლებელი სიკეთით, სიყვარულით და ერთად დგომით. საქველმოქმედო გალა-კონცერტი 28 დეკემბერს, 21:30 საათზე თბილისის საკონცერტო დარბაზში დაიწყება და ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში გადაიცემა. იმოქმედებს ნომერი – 0901 900 999, ზარის ღირებულებაა ერთი ლარი.”