Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ეს თავის მოტყუებას უფრო ჰგავს!”

10 დეკემბერი, 2016

"ეს თავის მოტყუებას უფრო ჰგავს!"ისტორიკოსი გიორგი კალანდია საქართველოს ისტორიის სწორად სწავლებას მოითხოვს და მიაჩნია, რომ მხოლოდ დიდებული და ჰეროიკული წარსული დიდი შეცდომაა.

გიორგი კალანდია:

“გვახსოვდეს, მხოლოდ ჩვენი დიდებული და ჰეროიკული წარსული დიდი შეცდომაა, ეს თავის მოტყუებას უფრო ჰგავს!

უნდა გვახსოვდეს ჩვენი ისტორიის მძიმე და სასირცხვილო მომენტებიც, მას უნდა ვასწავლიდეთ იმისათვის, რომ მომავალი უკეთესი იყოს! სამწუხაროდ, ჩვენ ჩვენი ისტორიის შავი ფურცლების დავიწყება და მიჩუმათება გვიყვარს, ასე მოხდა ჩემს თვალწინ, როცა “ტყვეთა სყიდვაზე” საუბარი ჯერ ნელ-ნელა შეწყდა და შემდეგ კი საერთოდ გაქრა!

არადა ეს ქართული ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი მომენტია, ისეთივე შავბნელი როგორც ევროპისათვის ინკვიზიცია, თუმცა ისინი ჩვენგან განსხვავებით ამას არ ჩქმალავენ, ამაზე დღემდე საუბრობენ!

არ ვიცი დამოუკიდებლობის შემდეგ დაიწერა კი ერთი წიგნი, ან დაიცვა ვინმემ ერთი დისერტაცია მაინც ამ საშინელ სენზე?! არა მგონია, ეს სენი კი ტყვეთა სყიდვა იყო, ჭირი რომელშიც ქართული თავადაზნაურობა და ეკლესია ყველაზე აქტიურად მონაწილეობდა. თავადაზნაურობის და სასულიერო მოღვაწეთა დღეს დამკვიდრებული ჰიპერბოლირება წარსულის ამ სენს თითქოს გვავიწყებს. ეს კი მიუღებელია!

ამ დიდი ქართული უბედურების შესახსენებლად ერთ, საქართველოში უცნობ ფრაგმენტს გთავაზობთ, რომელიც მამაჩემმა, პროფესორმა ბორის კალანდიამ 1793 წლის ევროპული გამოცემიდან თარგმნა, ამ სიტყვების წაკითხვამ შემზარა და კიდევ ერთხელ დამანახა, თუ რა მძიმე ისტორია გვქონდა: “და ბოლოს, ქართველები ისე დაეცნენ, რომ გადალახეს სირცხვილი და თავს ლაფი დაისხეს: მამები და დედები მათ შთამომავლებს თურქებზე ყიდიდნენ! ბევრს სხვა არაფერი საქმე არ ჰქონდა, გარდა ბავშვების მოპარვისა თურქებისთვის გადაცემისა. ქორწინების ცერემონიებზე და ეკლესიაშიც კი იმაზე ლოცულობდნენ, რომ მეტი მოდგმა ჰყოლოდათ და, შესაბამისად, მეტი ვაჭრობის საშუალება მისცემოდათ. პრინცებიც კი თავიანთ ქვეშემდრომებს შვილებს მხოლოდ იმისთვის სტაცებდნენ, რომ უმწეო ყრმები ფულად ექციათ.”