“ეს რა უბედურებაა”

1ketevanრეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის მეუღლე, მსახიობი ქეთევან კიკნაძე თავისი პროფესიის გარდა, თავისი ქალაქის და სამშობლოს ერთგულიცაა.

ხელოვანი ყოველთვის იმას ამბობს, რაც სიმართლედ მიაჩნია და თავის მოსაზრებებსაც არგუმენტირებულად ამტკიცებს.

ქეთევან კიკნაძის ერთ-ერთი სატკივარი თბილისი და დედაქალაქში გაჩაღებული დაუსრულებელი მშენებლობებია:

“რა მშენებლობაა გაჩაღებული, ეს არასდროს არ ყოფილა, ქალაქი ჩაიხუთა. მთაწმინდა გადაიღობა მთლიანად. იქიდან შემოდიოდა ჰაერი, ჩაიკეტა. შეჩერდით ხალხნო! ეს რა უბედურებაა.

ეს ელისაშვილი ყველაფერში კი არ ტყუის. მალე ქალაქი გახდება ინფექციის წყარო, თუმცა ახლაც არ გვაკლია ვირუსები. როდესაც ნარმანიას ვირჩევდით, სულ ამაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ არაფერი გვეშველა.

გულშემატკივრებმა ამოიღონ ხმა.. ასე გაგრძელება როდემდე, ერთმანეთის კინკლაობა მხოლოდ, ამაზე კი ხმას არავინ არ იღებს, ნუთუ ამას ვერ ხედავენ.

გადასასვლელ გზაზე ნემსს ვერჩააგდებ. დუბროვნიკი საუკუნეებია შემონახულია როგორც ექსპონატი ძველი ქალაქის. შემოვინახოთ სოლოლაკი, როგორც ძველი თბილისი. საერთოდ დაკარგა ქალაქმა თავის იერ-სახე, ვამაყობდით, რომ ლამაზი ქალაქი გვქონდა. სილამაზეს ვინ ჩივის, ჰაერი აღარ გვაქვს.”