11 დეკემბერი, 2016

“ეს არის ჩვენი ბოლო მიმართვა”

ექვთიმე თაყაიშვილმა, რომელიც ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, ქართული საგანძური სამშობლოს ურთულეს პირობებში შეუნახა და განადგურებისგან გადაარჩინა.

მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ღვაწლის დასაფასებლად ახალგაზრდა რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ ფილმის “ექვთიმე ღვთისკაცის” გადაღება დაიწყო. ფილმში ექვთიმე თაყაიშვილის როლს რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს.

ფილმის გადაღებებისთვის საჭირო თანხის შეგროვება შემოქმედებითმა ჯგუფმა ვერ შეძლო, რეჟისორმა და პროდიუსერებმა სხვადასხვა ხერხს მიმართეს, საქველმოქმედო ღონისძიებებიც ჩაატარეს, მაგრამ ფილმის დასრულებისთვის დარჩენილი 170.000 ლარი ვერ მოაგროვეს.

“ექვთიმე ღვთისკაცის” ფილმის შემქმნელებმა საგანგებო მიმართვა გაავრცელეს:

“ეს არის ჩვენი ბოლო მიმართვა ფილმის მხარდასაჭერად. ეს ნამდვილად სამწუხარო ფაქტი და ქვეყნის დღევანდელი რეალობა შეგვიძლია ჩვენი ერთად დგომითა და აქტივობით გამოვასწოროთ.

“ექვთიმე ღვთისკაცი”-ს მხატვრული ფილმის 85 წუთი უკვე გადავიღეთ ჩვენი სახსრებით, ასევე პატრიოტი ქართველებისა და რამდენიმე ქველმოქმედი კომპანიის მხარდაჭერით. დარჩენილია კიდევ 35 წუთი, რომლის გადასაღებად და ფილმის დასასრულებლად გვჭირდება 170,000 ლარი.

ეს აქცია გაგრძელდება 30 დეკემბრამდე და თუ გექნებათ ამ ეროვნული ფილმის მხარდაჭერის სურვილი, ეს არის ჩვენი საბანკო ანგარიში:
თიბისი ბანკი, # GE66 TB70 6673 6020 1000 04   
მიმღები “დაკარგული ლეგენდები”.