Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ეროვნულ ბიბლიოთეკაში უნიკალური წიგნები მოიპარეს

15 დეკემბერი, 2016

ეროვნულ ბიბლიოთეკაში უნიკალური წიგნები მოიპარესსაქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში უნიკალური წიგნები მოიპარეს.

ქურდობის საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გახსნა და მომხდართან დაკავშირებით ერთი პირიც დააკავა. დაკავებულია 1954 წელს დაბადებული თ.გ.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, გუდიაშვილის ქუჩაზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, XVIII და XIX საუკუნით დათარიღებული ისტორიული და კულტურული ფასეულობის მქონე ორი უნიკალური წიგნი მოიპარა. ამის შემდეგ, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბიბლიოთეკაში სხვა წიგნები დატოვა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს,” – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 183-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.