26 დეკემბერი, 2016

“დავშალოთ სვეტიცხოველი, გელათი, სამთავისი…”

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს მოსახლეობა სულ უფრო შიშით ელოდება 2017-ის დადგომას. ეს კი ქვეყანაში არსებული მდგომარეობით არის გამოწვეული. სოციალური პრობლემები მატულობს, უკმაყოფლო საზოგადოების რიცხვი იზრდება, ეროვნული ვალუტა კი დღითი-დღე უფასურდება.

შექმნილ მძიმე ვითარებას აფასებს ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია:

“მომავალ წელს, დოლარი სამს რომ მიაღწევს, გამოვა კალაძე და გეტყვით, აი, დენი გრაფიკით იმიტომ გაქვთ, რომ ახალი ჰესები უნდა ავაშენოთო – თუნდაც შეუსწავლელად და გაუგებარი ეკონომიკური სარგებლით…

როცა სამნახევარი ლარი გახდება, მინისტრები იტყვიან – ახლა რკინიგზა, ნავთობ-გაზის კორპორაცია, მიწები და სტრატეგიული ობიექტები გავყიდოთო.

4 ლარზე – გიორგაძე იტყვის, აბა, კულტურული მემკვიდრეობა ვჭამოთო? დავშალოთ სვეტიცხოველი, გელათი, სამთავისი – დაშლაშიც ცოტა ფულს გავაკეთებთ და მასალადაც გაიყიდებაო. მუზეუმების შიგთავსიც მივაყოლოთ.

მაგრამ ლარი გააგრძელებს მოგზაურობას და იმასობაში ჩვენც აღარაფერი დაგვრჩება. რადგან გამოსავალი მხოლოდ ნეპოტისტი, გაზულუქებული იდიოტების ხელისუფლებიდან წასვლა იყო!”