Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“დაგვეხმარეთ მათ პოვნაში”

20 დეკემბერი, 2016

"დაგვეხმარეთ მათ პოვნაში"დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი სხვადასხვა სოციალურ აქციებში აქტიურად არის ჩაბმული. დიზაინერი ყოველი წლის ბოლოს სოციალურად დაუცველი პატარების წერილებს აქვეყნებს, რომლებიც თოვლის პაპას საკუთარი საახალწლო სურვილების შესახებ წერენ.

ამჯერად თინათინ მაღალაშვილი 18 წლამდე ნიჭიერ, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ეძებს, რომლებსაც სიმღერის ნიჭი აქვთ.

თინათინ მაღალაშვილი:

“ტელეკომპანია “НТВ” ეძებს 18 წლამდე ნიჭიერ, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ სიმღერის ნიჭი.

შერჩევის შემთხვევაში ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას პროექტში – „შენ სუპერ ვარსკვლავი ხარ“, რომელიც გაიმართება მოსკოვში თებერვალში.

ყველანაირ ხარჯს (მათ შორის, ბავშვის მეურვის ხარჯებს) იღებს ტელეკომპანია “НТВ”. ძალიან გთხოვთ, თუ გაქვთ ინფორმაცია ასეთი ბავშვების შესახებ, დაგვეხმარეთ მათ პოვნაში.

დაგვიკავშირდით ნომერზე: 555 90 89 77″