16 დეკემბერი, 2016

ამერიკის კინოაკადემიამ რჩეული უცხოენოვანი ფილმები დაასახელა

ამერიკის კინოაკადემიამ დაასახელა ის 9 რჩეული უცხოენოვანი ფილმი, რომელიც ოსკარი 2017-ის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

საქართველომ რიგით 89-ე დაჯილდოების ცერემონაილზე რუსუდან გლურჯიძის ფილმი “სხვისი სახლი” წარადგინა.

მოკლე ნუსხაში მოხვდნენ ფილმები:

“Tanna” – ავსტრალია
“It’s Only the End of the World” – კანადა
“Land of Mine” – დანია
“Toni Erdmann” – გერმანია
“The Salesman” – ირანი
“The King’s Choice” – ნორვეგია
“Paradise” – რუსეთი
“A Man Called Ove” – შვედეთი
“My Life as a Zucchini” – შვეიცარია

მოკლე ნუსხაში წარდგენილი ფილმებიდან ამერიკის კინოაკადემია 24 იანვარს საუკეთესო ხუთეულს დაასახელებს და მხოლოდ ამ ხუთეულიდან ერთ-ერთი გახდება ოსკარის მფლობელი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში.

ოსკარის 89-ე დაჯილდოების ცერემონიალი კი 2017 წლის 26 თებერვალს ჰოლივუდში დოლბის თეატრში გაიმართება.