27 დეკემბერი, 2016

“ძალიან გაბრაზებული ვარ და მინდა ყველას გასაგონად ვთქვა”

ამ სიტყვების ავტორი ახალგაზრდა დიზაინერი თათა ჩაჩუაა, რომელიც თანამემამულეებისადმი საზოგადოების დამოკიდებულებამ გაანაწყენა.

საუბარია 19 წლის ელენეზე, რომელიც დედაქალაქში განსაკუთრებული მისიით ჩამოვიდა – მან მშობლიური კასპი მიატოვა და თბილისში მუშაობა დაიწყო მხოლოდ იმიტომ რომ სწავლა უნდა.

თათა ჩაჩუა:

“ძალიან გაბრაზებული ვარ და მინდა ყველას გასაგონად ვთქვა. ეს ელენეა 19 წლის გოგო კასპიდან, რომელმაც მუშაობა გადაწყვიტა მხოლოდ იმისთვის, რომ სწავლა უნდა.

ქუჩიდან მოვიდა გასაუბრებაზე დამლაგებლის პოზიციაზე. ეს ის გოგოა, რომელსაც არაფერი ეთაკილება და შრომობს, აგროვებს ფულს და აუცილებლად ისწავლის ელენე ფართოდ კულინარიას.

მერე დრო გავიდა და ელენიკო ისე შემიყვარდა ჩემს “ბუთქის” ვეძახი. ბოლო 1 თვეა მზარეულის დამხმარედ გადავიყვანეთ და ყველაზე გემრიელ კრემს აკეთებს.

ჰოდა, აი, ასეთ გოგოზე მეღლიცინება ბევრი ისეთი ადამიანი, რომელმაც დარეკა და უპასუხა ელენემ. თურმე ბეიქერს არ ეკადრება ასეთი მეტყველების გოგო, ჰოდა, ჩემი ელენე კასპიდან ერთგული და მონდომებული მირჩევნია ასეთ ბნელ ხალხს.

დღეიდან ელენე პასუხობს ზარებს, საკმაოდ გამართულად და უპასუხებს სანამ ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!!! არაფერია იმაზე სამარცხვნო, როდესაც ადამიანს, მის შრომას ვაფასებთ მხოლოდ მისი საცხოვრებელი ადგილის გამო, ან მეტყველების.

ელენე ის გოგოა, რომელიც ბოლომდე ერთგულია პონჩიტო ბეიქერის. დაიმახსოვრეთ ელენე თხინვალელი და მე გაძლევთ პირობას, რომ ყველაზე მოთხოვნადი და პროფესიონალი მზარეული იქნება ძალიან მალე!!! ის ელენე “სოფლელი გამყიდველი” შეცვალეთო რომ წერდით…”